ფეხბურთი

23:06 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი და საგოლე პასი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ნიქოზიის „აპოელის“ შემტევმა „ახნასთან“ საგარეო შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

მეოცე წუთზე ქვილითაია მეკარესთან პირისპირ დარჩა და მას ბურთი თავზე გადაუგდო, რის შედეგადაც ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე გიორგი საგოლე პასიც მიითვალა, როცა ლეო ნატელს გაუკეთა გადაცემა და მან სხვაობა ორამგდე გაზარდა. 28 წლის ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში 5 გოლი დაუგროვდა.

ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, მურთაზ დაუშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა მოედანზე და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.

„აპოელს“ 15 თამაშში 23 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 იანვარს, შინ „არისთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112285