ფეხბურთი

21:16 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის გოლი ამხანაგურ მატჩში ჩეხურ გუნდთან (+VIDEO)

პოზნანის „ლეხი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ოსტრავას „ბანიკთან“ გამართა, რომელსაც 4:2 აჯობა, ნიკა კვეკვესკირმა კი გოლი გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მე-80 წუთზე თავი პენალტით გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში კვეკვესკირს 17 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვთ აქტივში, „ლეხი“ კი 19 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერია. სხვათა შორის, პოლონური გუნდი 20 იანვარს ამხანაგურ მატჩს „დინამო ბათუმის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113251