ფეხბურთი

19:54 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" კორონა დაიმატა

მექსიკის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "პორტუს" ყოფილი ფეხბურთელი ხესუს მანუელ კორონა კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. როგორც ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. Transfermarkt-ის ინფორმაციით კი კორონას სანაცვლოდ ესპანელებმა სამი მილიონი ევრო გადაიხადეს.

კორონამ კარიერა "მონტერეიში" დაიწყო და 2013 წელს "ტვენტეში" გადავიდა. ორი წლის შემდეგ პორტუგალიელებმა დაიმატეს მექსიკელი და მას შემდეგ "პორტუს" მაისურით ჩატარებულ 286 შეხვედრაში მარჯვენა გარემარბმა 31 გოლი გაიტანა და 69 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114152