ავტოსპორტი

1:56 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ ატია დაკარზე მეოთხე გამარჯვებასთან ახლოსაა

დაკარის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ყატარელ ნასერ ალ ატიას, პოპულარული რალი მარათონის მეოთხედ მოგების რეალური შანსი აქვს. მე-11 ეტაპის შემდეგ, ის უახლოეს მდევარს, ფრანგ სებასტიან ლოებს 33 წუთს უგებს.

ბოლო ეტაპზე, რომელიც ქალაქ ბიშაში დაიწყება და ჯედაში დასრულდება, მონაწილეებს სულ 680 კილომეტრი აქვთ გასავლელი, რომელთაგან ჩქაროსნული „მხოლოდ“ 164 კილომეტრია.

მე-11 ეტაპი ესპანელმა კარლოს საინსმა მოიგო, ვისაც დაკარი ასევე სამჯერ აქვს მოგებული. მისთვის ეს მიმდინარე მარათონზე მეორე, კარიერაში კი დაკარზე მოგებული 41-ე ატაპია. ალ ატია მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ფინიშთან მასზე ადრე მივიდა ლოები, მაგრამ აკრძალულ ზონაში სიჩქარის გადამეტების გამო, ხუთწუთიანი ჯარიმა მიიღო და საბოლოოდ, მერვე ადგილს დასჯერდა.

„ხვალ უფრო მოკლე ეტაპი გვაქვს. ასე უნდა გავაგრძელო. დაკარზე სიტუაციის კონტროლი იოლი არაა. მაგრამ ამისთვის საკმაო გამოცდილება მაქვს, რაც აუცილებლად გამომადგება. ყოველდღე ვერ მოიგებ. მთავარია, ფინიშს მივაღწიო“, - ამბობს ალ ატია, ვინც მიმდინარე მარათონს პირველივე ეტაპიდან ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111739