სხვა

23:47 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვას წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის წევრი ანასტასია გუბანოვა წარმატებით ასპარეზობს.

მორიგ საშეჯიბრო დღეს თავიანთი მოკლე პროგრამებით მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე წარსდგნენ ქალები. წარმატებულად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე გუბანოვამ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კომპოზიცია წარმოადგინა და პრაქტიკულად უშეცდომოდ შეასრულა თავისი მოკლე პროგრამა.

30 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის ანასტასია 67,02 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე- 6 ადგილზეა. ქალების თავისუფალი პროგრამა გაიმართება შაბათს, 15 იანვარს, სადაც ანასტასია ბოლო, ფინალურ ექვსეულში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.088208