ფეხბურთი

10:24 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „ზოგჯერ მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებს იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ 121-ე წუთზე წაგებული მატჩის შემდეგ (2:3) თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს ნამდვილი თამაში გახლდათ. კარგი ტესტი ჩვენთვის, რათა მივხვდეთ, სად ვიმყოფებით. სამწუხაროდ, ხანდახან მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა მოიგონა, გულუბრყვილო შეცდომა დავუშვით დამთავრებამდე ხუთი წამით ადრე და დავმარცხდით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით.

ცხადია, წაგება ყოველთვის საწყენია, მაგრამ ეს ბრაზი სერია A-ს, იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის უნდა გამოვიყენოთ. დადებით ასპექტებზე გავამახვილოთ ყურადღება.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062353