ფეხბურთი

13:46 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოში სეზონი სუპერთასით გაიხსნება, ცნობილია ეროვნული ლიგის დაწყების თარიღიც

საქართველოში 2022 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასის მატჩით დაიწყება, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ თასის მფლობელ თბილისის „საბურთალოს“ შეხვდება.

მატჩი 20 თებერვალს გაიმართება, მაგრამ მისი დაწყების დრო და მასპინძელი ქალაქი მოგვიანებით დადგინდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი 25 თებერვალს დაიწყება, ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი კი 28 თებერვალს.

2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის პირველი ტური 4 აპრილს შედგება და ორივე ლიგაში 16-16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114334