სხვა

11:33 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე წაგება და ჯურიოში დაქვეითების საფრთხე (+VIDEO)

მიმდინარე იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და სიტუაცია გაირთულა. დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ეს ლევან გორგაძის ზედიზედ მესამე წაგებაა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 გამარჯვება და 3 მარცხი. დიდი შანსია, რომ თუ ქართველი ოძეკი ჰაცუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს, ჯურიოში დაქვეითდეს.

აქვე გეტყვით, რომ ტოჩინოშინი მეხუთე საშეჯიბრო დღეს მე-17 ამეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130424