ფეხბურთი

21:30 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადიშვილი: "ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ 21 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც რუსეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეა, Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

როგორც მარადიშვილმა თქვა, საქართველოში ნამყოფი არ არის და არც ქართული ენა იცის, მაგრამ ძალიან სურს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და ენაც შეისწავლოს. მან ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ამჟამად მხოლოდ რუსეთის 21-წლამდე ნაკრებზეა ორიენტირებული.

- მამათქვენი ქართველია, დედა კი რუსი. რომელი კერძები იყო უფრო მეტი საახალწლო სუფრაზე?

- ამჯერად ქართული. იყო ასევე ტრადიციული კერძი ოლივიე. დედამ ქართული კერძების მომზადებაც იცის, მაგრამ ამ ახალ წელს ჩვენთან არ იყო. ახალ წელს მამაჩემთან, ძმასთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად შევხვდი.

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი?

- ჩახოხბილი ძალიან მიყვარს.

- ორი წლის წინ ინტერვიუში თქვით, რომ საქართველოში არასდროს ყოფილხართ. მოახერხეთ ამის გამოსწორება?

- ჯერ კიდევ არა. სწორედ ამ ორ წელიწადში, პანდემია საოცრად ზღუდავს მოძრაობას ქვეყნებს შორის, გარდა ამისა, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს. იმედია, რაც შეიძლება მალე წავალ, ძალიან მინდა საქართველოში წასვლა.

- ქართული იცით?

- არა. ვფიქრობ, ვალდებული ვარ ვისწავლო, თუმცა რთულია. ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს. პირველ რიგში რუსული და ინგლისურია - თუმცა ინგლისური ცუდად მესმის. ბევრი სიტყვა ვიცი, ანუ წინადადების აგება შემიძლია.

- არჩევანი იდგა თქვენ წინაშე - საქართველოს ნაკრებში თამაში თუ რუსეთის ნაკრებში?

- ადრე ორივე ვარიანტს განვიხილავდი - საქართველოსაც და რუსეთსაც. არაფერი შევცვალე. ახლა რუსეთში ვთამაშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში გამუდმებით მიწვევენ. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს - მწერენ, მომიწოდებენ, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.

- რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ არ გქონიათ. თეორიულად, თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ საქართველოს ნაკრებში

- არ მინდა მარჩიელობა. არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ახლა „ლოკომოტივსა“ და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებზე ვარ ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე მარადიშვილის საფეხბურთო კარიერა მოსკოვის ცსკა-ში დაიწყო, რომლის რიგებში 49 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონის წინ კი „ლოკომოტივში“ გადავიდა და 17 შეხვედრაში თავის ორჯერ გამოჩენა მოასწრო. მას რუსეთის 20-წლამდენ ნაკრებში უთამაშია (5 მატჩი, 1 გოლი), რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში კი დღემდე 6-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117191