თამაშგარე

12:14 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელის და მსაჯის სიყვარულის ამბავი

რამდენიმე წლის წინ, ჰოლანდიის საფეხბურთო პირველობაში მოასპარეზე მეორელიგელი კლუბის - “ემენის“ მცველი ჯეფ ჰარველდი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ცოლად არც მეტი, არც ნაკლები, მსაჯს მოიყვანდა და რაც მთავარია, ეს შეუღლება ჭეშმარიტი სიყვარულით იქნებოდა ნაკარნახევი.

იდგა 2021 წლის 13 აგვისტო, როდესაც ჰოლანდიის ახლადდაწყებულ პირველობაზე ჰეფ ჰარველდი ახალგაზრდა ქალ არბიტრს, შონა შუკურულას გადაეყარა და როგორც მობურთალი ამბობს, ქალმა დანახვისთანავე მოხიბლა. შეხვედრიდან ოთხი თვის თავზე წყვილმა იქორწინა და ახლა ლამის მთელი ჰოლანდია მათზე საუბრობს.

არადა, სახალისო და ცოტა არ იყოს კომიკურია ის ფაქტი, რომ შონამ იმ შეხვედრაში ჯეფი თამაშს დამატებულ, 91-ე წუთზე გააძევა. როგორც ჩანს ცხოვრებაში არის შემთხვევები, როცა თამაშიდან ფეხბურთელის გაძევებაც კი დიდი სიყვარულითა და ბედნიერებით შეიძლება დასრულდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112065