ფეხბურთი

21:29 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ქუთაისის „ტორპედომ“ ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიული მანჯგალაძე და აკაკი შულაია დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ლაშა გასულ სეზონში „თელავის“ ღირსებას იცავდა, სადაც ჩატარებულ 35 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. აკაკი გასულ სეზონში "საბურთალოში" თამაშბდა, სადაც ჩატარებულ 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. გიული მანჯგალაძე გასულ სეზონში "დინამო ბათუმის" წევრი იყო, რომლის მაისურით ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ირაკლი ბუღრიძე გასულ სეზონში გორის "დილას" ღირსებას იცავდა და 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, „ტორპედოში“ დაბრუნდნენ გიორგი კუხიანიძე, რომელიც ბოლოს უზბეკურ "ყიზილქუმში" ასპარეზობდა და გიორგი ქიმაძე, რომელიც "დინამო თბილისში" თამაშობდა.

0.117872