ფეხბურთი

20:21 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" საბა ლობჟანიძით დაინტერესდა

თურქული „ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე სტამბოლის „გალათასარაის“ დაუკავშირეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

ამ ეტაპზე დაინტერესების გარდა კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა, მაგრამ „გალათასარაი“ შეტევის მარჯვენა ფლანგზე პრობლემებს განიცდის და ახალ ფეხბურთელს ეძებს.

ლობჟანიძეს „ჰატაისპორთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მიმდინარე სეზონში თავი 4 გოლით და 7 საგოლე პასით გამოიჩინა (20 თამაშში). შესაბამისად, საბასადმი ინტერესი რომ გაიზარდა, ლოგიკურია.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებული 4 გოლიდან ერთი ლობჟანიძემ „გალათასარაის“ გაუტანა, გასული წლის აგვისტოში. 27 წლის ფეხბურთელს Transfermarkt-ი 3.7 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110719