კალათბურთი

11:15 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ოთხიანები "ბრუკლინთან" და "მილუოკის" მნიშვნელოვანი გამარჯვება

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „ბრუკლინ ნეტსს“ ესტუმრა და ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქეს 121:109 მოუგო და ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი სანდრომაც შეიტანა.

მამუკელაშვილმა 15:10 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 4 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

„ბაქსის“ რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნპმო იყო, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „ბრუკლინ ნეტსს“ კი კევინ დურანტმა ულიდერა - 29 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი.

„მილუოკი ბაქსს“ 26 გამარჯვების საპირისპიროდ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 იანვარს, სტუმრად „შარლოტთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112375