ფეხბურთი

18:06 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" სამი ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა

"ბარსელონას" ფეხბურთელები გავი , სერჯინო დესტი და ალეხანდრო ბალდე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და მიიღეს ვარჯიშზე დაბრუნების ნებართვა. ამის შესახებ კატალონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

მანამდე, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დაინფიცირდა კორონავირუსით და დადებითი ტესტი ჩააბარა ძირითადი გუნდის რამდენიმე მოთამაშემაც.

"ბარსელონამ" ლა ლიგის 19 მატჩში 31 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. გათამაშებას კი მადრიდის "რეალი" 46 ქულით ლიდერობს.

0.110732