ფეხბურთი

13:49 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი შესაძლოა „საუთჰემპტონში“ დაბრუნდეს

არ არის გამორიცხული, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნდეს. მისით „საუთჰემპტონი“ დაინტერესდა - გვამცნობს El Nacional.

წყაროს მტკიცებოთ, უელსელი წინააღმდეგი არ არის „წმინდანებს“ შეუერთდეს. მოგეხსენებათ, ბეილი „საუთჰემპტონის“ აღზრდილია და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო.

ბეილს „რეალთან“ კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

ესპანური მედიაც წერს, რომ „სამეფო კლუბს“ სეზონის ბოლოს მარსელო, ისკო და ბეილი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.

32 წლის ბეილმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ინტერნეტ პორტალი Transfermarkt უელსელის სატრანსფერო ღირებულებას 5 მილიონ ევროდ აფასებს. არადა, „რეალმა“ თავის დროზე მასში 100 მილიონი გადაიხადა, რაც ევროპული სატრანსფერო ბაზრისთვის სარეკორდო თანხა გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119682