ფეხბურთი

20:56 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რემზი „იუვენტუსს“ დატოვებს

უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აარონ რემზი ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია რემზი იანვარში წავა თუ სეზონის დასრულების შემდეგ.

აარონი „იუვენტუსს“ ახლახანს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრიმ უფლება მისცა ინგლისში ევარჯიშა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გადავა რემზი. უელსელმა „ბარნლის“ უარი უთხრა, ხოლო ინგლისური მედია ფეხბურთელს ასევე „ნიუკასლს“ უკავშირებს.

მიმდინარე სეზონში რემზიმ მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა, ისიც სეზონის დასაწყისში და მას შემდეგ ტრავმირებულია.

0.111998