კალათბურთი

17:45 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ 2022 წელი MVP-ის ტიტულით დაიწყო

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ავტოდორს“ უმასპინძლა და საკმაოდ ადვილად, 92:65 დაამარცხა. „არმიელთა“ უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობი იყო და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი თორნიკე შენგელია გახლდათ.

ქართველმა კალათბურთელმა 20:03 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP-ს ტიტული ერგო. ამასთან, 18 ქულაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე კარგი შედეგი გამოდგა.

მოსკოვის ცსკა-ს 8 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს და VTB ლიგას „უნიქსთან“ და „სარატოვთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, „ზენიტს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115177