ფეხბურთი

20:19 | 2.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალმა" 2022 წელი წაგებით დაიწყო (+VIDEO)

მადრიდის „რეალმა“ 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო და წლის პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადა.

კარლო ანჩელოტის გუნდი სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ენეს იუნალმა მეცხრე წუთზე გაიტანა.

„სამეფო კლუბს“ დიდი დრო ჰქონდა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ვითარება ვეღარ შეცვალა და უქულოდ დარჩა.

„რეალს“ 20 ტურში 46 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „სევილიას“ 8 ქულით უსწრებს, მაგრამ ანდალუსიელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და შეუძლია ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამციროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123771