კალათბურთი

18:10 | 2.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის სამქულიანი და "მილუოკის" ზედიზედ მეხუთე მოგება

2022 წელს პირველი მატჩი ჩაატარა „მილუოკი ბაქსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლა და საკმაოდ ადვილად, 136:113 მოიგო. ეს NBA-ს მოქმედი ჩემპიონისთვის მიჯრით მეხუთე გამარჯვება აღმოჩნდა.

სანდრო მამუკელაშვილმა წლის პირველ შეხვედრაში პრაკეტზე 2:48 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 3 ქულით შეეწია. სანდრომ 1 სამქულიანი ისროლა და კალათში მოათავსა.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იანის ანტეტონკუმპო იყო, რომელმაც 35 ქულით, 16 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი მიითვალა. „პელიკანსში“ გამორჩეული ჯექსონ ჰეიესი გახლდათ. 22 წლის ცენტრმა 27:32 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. დამარცხებულთა რიგებში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა ჯოშ ჰარტს - 14 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

„მილუოკი ბაქსი“ 25 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდენო ტურში კი 4 იანვარს, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110061