ფეხბურთი

17:56 | 2.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსი პსჟ-ში: ლიონელ მესიც ინფიცირებულია

„პარი სენ ჟერმენში“ კორონავირუსის პანდემია გავრცელდა და ოთხ ფეხბურთელს, მათ შორის, ლიონელ მესის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.

მესის გარდა ინფიცირებული არიან ხუან ბერნატი, სერხიო რიკო და ნათან ბიტუმაზალა. ოთხივე მოთამაშე გუნდს იქამდე გამოაკლდა, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება.

პსჟ 3 იანვარს საფრანგეთის თასზე „ვანს“ დაუპირისპირდება, ხოლო ლიგა 1-ში უახლოესი მატჩი 9 იანვარს, „ლიონთან“ ელის.

0.116759