ფეხბურთი

22:46 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და კონტრაქტი გაუფორმა

ახლა უკვე ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ გამოისყიდა. როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

არაოფიციალური ცნობით, „ღამურებმა“ გიორგის გამოსასყიდად „დინამო თბილისს“ 800 ათასი ევრო გადაუხადეს.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მოხარულია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშე კარიერას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდში გააგრძელებს. კლუბი გიორგი მამარდაშვილს წარმატებას უსურვებს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე", - წერს "დინამო თბილისის" ვებგვერდი.

მამარდაშვილი აქამდე „ვალენსიაში“ იჯარით თამაშობდა და მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორჯერ კარი მშრალად შეინახა, ხოლო პირველ ტურში ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარის წოდებაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, მერე კი იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111108