ფეხბურთი

14:10 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" კორონავირუსი კიდევ სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა

კატალონიის „ბარსელონაში“ კორონავისურით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც ესპანური გრანდი იტყობინება, ამჯერად სამი შემთხვევა გამოვლინდა.

ფილიპე კოუტინიო, სერჯინო დესტი და აბდე ეზალზული ინფიცირებული არიან და გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდნენ.

„ბლაუგრანაში“ კოვიდ-19 მანამდე დანი ალვეშს, კლემენ ლენგლეს, ჟორდი ალბას, ალეხანდრო ბალდეს, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტისა და გავისაც დაუდასტურდათ. ჩავის გუნდი უახლოეს მატჩს 2 იანვარს, სტუმრად „მალიორკასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118226