ფეხბურთი

15:16 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

GFF Awards - გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება: საუკეთესოები ხატია ჭყონია, გიორგი ჩხაიძე და გიორგი ყრუაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში იმართება.

2021 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 12:00 საათიდან დაიწყო.

ალექსანდრე ჩივაძის მედლისა და ფუტსალის ლაურეატების შესახებ უკვე ვწერდით.

ქვეყნის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი „ლანჩხუთის“ მოთამაშე, ხატაია ჭყონია გახდა. ასევე ნომინირებულნი იყვნენ - თეონა ბაქრაძე და ეთერ სულაშვილი

ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი, ასევე „ლანჩხუთის“ და ქვეყნის ნაკრების დამრიგებელი, გიორგი ჩხაიძეა. ნომინანტები იყვნენ - ლაშა მანწკავა და ზურაბ ლატარია.

წლის საუკეთესო მსაჯად კი გიორგი ყრუაშვილი დაასახელეს.

გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144906