ფეხბურთი

11:53 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტო“ ბელოტის ეპატიჟება

„ტორონტო“ „ტორინოს“ შემეტევით, ანდრეა ბელოტით დაინტერესდა და ფეხბურთელისთვის შეთავაზებას ამზადებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

MLS-ის კლუბს სურს ისარგებლოს იმით, რომ იტალიელს თავის კლუბთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტის ვადა და მის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ბელოტიმ ყველა ტურნირში „ტორინოს“ მაისურით 10 მატჩში ითამაშა, 2 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შესარულა.

„ტორონტო“ ასევე ლორენცო ინსინიესთან შეთანხმებულა და ხუთწლიან კონტრაქტზეც მოუწერიათ ხელი. „ნაპოლის“ კაპიტანი კანადურ კლუბში მომავალი ზაფხულიდან გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113966