ფეხბურთი

19:14 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი თურქეთის თასზე (+VIDEO)

თურქეთის თასის 1/16 ფინალში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ „მენემენსპორი“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. საბამ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და დილან სენ-ლუის ცარიელ კარში გაატანინა.

ზოგადად, ლობჟანიძეს კარგი სეზონი აქვს და თურქეთის სუპერლიგაში მის ანგარიშზე 18 შეხვედრაში 4 გოლი და 6 შედეგიანი პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112267