ფეხბურთი

15:53 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიემ „ტორონტოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

„ნაპოლის“კაპიტანი, ლორენცო ინსინიე, კლუბს 2022 წლის ივნისში დატოვებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ტორონტოს“ შეუერთდება - გვამცნობს Sport Mediaset.

30 წლის თავდამსხმელმა MLS-ის კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წელიწადში ჯამაგირად 9,5 მილიონ ევროს მიიღებს. არადა, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ხელშეკრეულების გაგრძელების შემთხვევაში „მხოლოდ“ 3,5 მილიონს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. სხვა გუნდებში მცირე იჯარების ჩათვლით. იტალიის ნაკრებში კი მას 53 შეეხვედრაში 10 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109973