ფეხბურთი

14:53 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია „სოსიედადის“ ფეხბურთელი გახდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი გახდა. ბასკებმა 28 წლის ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაიფორმეს.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში პსჟ-ის მაისურით რაფინიამ 5 მატჩში ითამაშა და თავი არაფრით გამოუჩენია.

შეგახსენებთ, რომ რაფინია მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონის, მაზინიოს ვაჟი და „ლივერპულის“ შუახაზელის, ტიაგუ ალკანტარას ძმაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114131