თამაშგარე

12:23 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოროზიუკი ნაცოლარს გულშემატკივრობს

ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი ნიკოლაი მოროზიუკი როგორც ჩანს საფეხბურთო კარიერას თავის უკანასკნელ ნავთსაყუდელში - თურქეთში და ამ ქვეყნის არცთუ დიდად წარმატებულ კლუბ “რიზესპორში“ დაასრულებს, თუმცა ეს ბიჭი ბულვარიულ პრესას მაინც მუდამ აინტერესებს და ამის მიზეზი გაგიკვირდებათ და მისი ყოფილი ცოლია.

მოროზიუკის ნაცოლარი, ფოტო-მოდელი ირინა სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია და დღე ისე არ გავა, რომ რაიმე შოკისმომგვრელი ფოტო არ გამოამზეუროს. ეს ირინას მომწონებელთა რაოდენობასაც უმატებს და პარალელურად აღვივებს ნიკალაი მოროზიუკისადმი ინტერესსაც, რომელიც წესით ყველას უნდა მივიწყნოდა.

ამასწინათ მოროზიუკს თურქმა ჟურნალისტებმა კითხეს, რა აზრის იყო მისი ნაცოლარის დიდ პოპულარობაზე. ვეტერანმა მობურთალმა თქვა, რომ ყოფილი ცოლის წარმატებებით ძალიან ამაყობს და ირინას მუდამ გულშემატკივრობს. ნიკოლაი არ ამბობს ნანობს თუ არა ასეთ ქალს რომ დაშორდა, მაგრამ ახლა სინანულს რაღა აზრი აქვს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13646