ჩოგბურთი

10:46 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო თებერვალში დაბრუნებას გეგმავს

არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ATP-ის ტურზე დაბრუნებას თებერვალში დაბრუნებას და არგენტინის ღია პირველობაზე თამაშს გეგმავს. აშშ-ის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონს, მუხლის არაერთი ტრავმის გამო, ორ წელიწადზე მეტი გაუცდა.

დელ პოტრო ახლა 33 წლისაა. მან ბოლოს 2019 წლის სეზონის შუაში ითამაშა. მას შემდეგ, მუხლზე ოთხი ოპერაცია გაიკეთა. მათგან ბოლო მარტში. მან ფლეშინგ მედოუსის ტურნირი 2009 წელს მოიგო, 2018 წელს კი რეიტინგში მისთვის უმაღლეს წერტილს, მესამე ადგილს მიაღწია. ერთხელ უიმბლდონის, ორჯერ კი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშა.

„ბევრს ვვარჯიშობ. ხანდახან უკეთ ვარ, ხან არც ისე. მაგრამ იმის იმედს ყოველთვის ვინარჩუნებ, რომ ახალი სეზონის დასაწყისში შევძლებ თამაშს. კარგი იქნება, თუ ამას ბუენოს აირესში შევძლებ, მერე კი რიოში გავაგრძელებ“, - ამბობს დელ პოტრო, ვისაც ATP-ის ტურზე 22 ტურნირი აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109826