ფეხბურთი

16:49 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბონეკი: „სოუზამ ფული პატიოსნებაზე მაღლა დააყენა“

პოლონეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა, ზბიგნევ ბონეკმა, განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელის, პაულუ სოუზას გადაწყვეტილება, მიატოვოს ნაკრები და ბრაზილიური კლუბი „ფლამენგო“ გაწვრთნას, უპატიოსნო საქციელია.

„პაულუ სოუზამ ფული პატიოსნებაზე და პრინციპებზე მაღლა დააყენა. ეტყობა, რეალობის აღქმა დაკარგა. ახლა საფეხბურთო კავშირის თავკაცმა კარგი არჩევანი უნდა გააკეთოს, ჩვენ კი თამაშს გავაგრძელებთ.“ - წერს ბონეკი ტვიტერში.

სოუზა პოლონეთის ნაკრებში 2021 წლის იანვრიდან მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12536