თამაშგარე

11:17 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკარება და ყველასთავის სასურველი კიარა

ბევრი ვირისთავი მამრი უტრიალებდა გარშემო იტალიელ მოდელ კიარა ნასტის და მაგრამ მათგან მხოლოდ თითოოროლას გაუმართლა, რომელთა დიდმა ნაწილმა ამ გოგოს ოდენ გაცნობა თუ მოახერხა. ურთიერთობის უფრო “გასერიოზულება“ კი მხოლოდ თითზე ჩამოსთვლელ ბედნიერთა ხვედრი გამოდგა.

მაგალითად, კიარას გარშემო მგელივით დასუნსულებდა მექალთანეობით სახელგანთქმული ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი, რომელმაც ბევრი რამ იღონა იმის მისაღწევად, რომ ეს ქალი საწოლში შეეტყუებინა, თუმცა ხატოვანი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ნაცარში კოვზი კი არა კოვზების მთელი შეკვრა ჩაუვარდა.

ცნობილ ფეხბურთელთაგან ყველაზე იღბლიანი გამოდგა იტალიელი ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც ოფიციალურადაც კი განაცხადა, კიარას ვხვდები და ყველა კაცი შურით დასკდესო, მაგრამ კარგა ხანია ამ წყვილისგან აღარაფერი ისმის და დიდი შანსია, რომ ბოლოს ძანიოლოსაც მოუწია გუდა-ნაბადის აკრეფა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110633