ვიდეო

21:15 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი და საგოლე პასი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ნიქოზიის „ომონიასთან“ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.

მატჩი „აპოელმა“ 4:2 მოიგო, გიორგიმ ჯერ იანის სატსიასს გაატანინა, მერე კი თავად თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დაარტყა ზუსტად. ამ მატჩში მურთაზ დაუშვილმაც ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა საწყისი 17 წუთი.

საქმე ისაა, რომ ეს თამაში 29 ნოემბერს დაიწყო, მაშინ ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მატჩი ნისლის გამო მე-17 წუთზე შეწყდა და დღეს სწორედ ამ დროიდან გაგრძელდა. „აპოელის“ მწვრთნელმა მაშინდელთან შედარებით სამი ფეხბურთელი შეცვალა, ერთ-ერთი ოქრიაშვილი აღმოჩნდა, დაუშვილმა კი მე-17 წუთიდან თამაში დაიწყო.

ქვილითაიას აქტივში მიმდინარე სეზონში 4 გოლია, „აპოელს“ 20 ქულა აქვს, მეექვსე პოზიციაზეა და 5 იანვარს, „პაეეკს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116187