კალათბურთი

20:53 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება VTB ლიგაში

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ენისეის“ უმასპინძლა და 97:88 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ ამ შეხვედრაში 20:33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

მოსკოვის ცსკა-ს 7 გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო ტურში 4 იანვარს, „სარატოვს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114975