ფეხბურთი

22:20 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" რუდიგერს სეზონის დასრულების შემდეგ დაიმატებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მცველმა ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. როგორც Telegraph-ი იუწყება, ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდება, ხოლო "რეალი" მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

ჯერჯერობით ფეხბურთელს და "ჩელსის" ხელმძღვანელობას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არ შემდგარა და იანვრიდან რუდიგერს უფლება აქვს ღიად დაიწყოს მოლაპარაკება ნებისმიერ მსურველ კლუბთან. მართალია ანტონიო "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, თუმცა ახალ ხელშეკრულებაზე წინსვლა არაა.

ანტონიო ლონდონელებმა 2017 წელს "რომადან" დაიმატეს. მიმდინარე სეზონში გერმანელმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110836