ფეხბურთი

18:16 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის მსგავსად, საშობაოდ კორონავირუსი ვიეირასაც დაუდასტურდა

„კრისტალ პალასის“ მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვიეირამ, შაბათს PCR ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

ახლა ფრანგი სპეციალისტი კარანტინში იმყოფება და „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩის გაცდენა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა „ასტონ ვილას“ თავკაც სტივენ ჯერარდსაც.

„ტოტენჰემ“ – „კრისტალ პალასის“ მატჩი დღეს, 26 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ამჯერად „კრისტალ პალასი“ პრემიერლიგის ცხრილში მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111694