ფეხბურთი

22:40 | 25.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კანადის ეროვნული ნაკრების და "ლილის" ლიდერით დაინტერესდა

კანადის ეროვნული ნაკრების და "ლილის" თავდამსხმელი ჯონათან დევიდი მადრიდის "რეალის" ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელის დამატება კარლო ანჩელოტის შემადგენლობის განახლებისთვის სურს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას გეგმავს "სამეფო კლუბი" ან რა პირობებს შესთავაზებს დევიდს. კანადელი "ლილიში" 2020 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზნში ჯონათანმა 27 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 24 მატჩში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111892