კალათბურთი

2:07 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას უქულო თამაში მადრიდის "რეალთან"

ევროლიგის მე-17 ტურში მოსკოვის ცსკა მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 65:71 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ მხოლოდ 11:56 წუთი ითამაშა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი არაზუსტად ისროლა, მან 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი -3 გამოდგა.

მოსკოვის ცსკა 10 გამარჯვებით და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 დეკემბერს, პირეოსში, „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115507