ფეხბურთი

15:50 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დესტი „არსენალში“?

„არსენალის“ ხელმძღვანელობა „ბარსელონას“ მცველით, სერჯინო დესტით დაინტერესდა - გვამცნობს Marca. კატალონიური კლუბი კი მზად ყოფილა 21 წლის ამერიკელს შეელიოს თუ რომელიმე კლუბი მასში 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის.

მიმდინარე სეზონში დესტმა „ბარსელონას“ მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

დესტი „ბარსელონაში“ „აიაქსიდან“ გადავიდა 2020 წლის ოქტომბერში 26 მილიონ ევროდ. მისი მამა სურინამელი ამერიკელია, დედა - ნიდერლანდელი. აშშ-ის ნაკრებში 15-ჯერ უთამაშია და 2 ბურთი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099429