ფეხბურთი

16:20 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი პროგრესით დაასრულა

ფიფამ წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდს ნოემბრის რეიტინგის შემდეგ არ უთამაშია და არც სარეიტინგო ქულები მომატებია (წინა თვის იდენტური მაჩვენებელი აქვს), წინსვლა მაინც მოახერხა.

ეს იმიტომ, რომ სირიამ წინა თვესთან შედარებით ქულები დაკარგა და საქართველოს ნაკრებმა მას რეიტინგში ადგილი გაუცვალა. შედეგად, ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ფიფას რეიტინგში 2021 წელს 85-ე პოზიციაზე ასრულებს.

...83. ბენინი - 1282.53 ქულა

84, უზბეკეთი - 1274.58 ქულა

85. საქართველო - 1269.24 ქულა

86. სირია - 1268.54 ქულა

87. ჰაიტი - 1268.05 ქულა

88. ზამბია - 1264.64 ქულა

რაც შეეხებათ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, კოსოვოს ნაკრები რეიტინგში 111-ე ადგილზეა, ბულგარეთი 71-ე საფეხურს იკავებს, ხოლო გიბრალტარი 203-ე პოზიციაზეა.

მოწინავე ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. რეიტინგს ისევ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, რომელსაც კვალში ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებები უდგანან.

1. ბელგია - 1828.45 ქულა

2. ბრაზილია - 1826.35 ქულა

3. საფრანგეთი - 1786.15 ქულა

4. ინგლისი - 1755.52 ქულა

5. არგენტინა - 1750.51 ქულა

6. იტალია - 1740.77 ქულა

7. ესპანეთი - 1704.75 ქულა

8. პორტუგალია - 1660.54 ქულა

9. დანია - 1654.54 ქულა

10. ნიდერლანდები - 1653.73 ქულა

რეიტინგი სრულად...

ფიფას მორიგი რეიტინგი 2022 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდება. თუმცა, მასში ცხადია, ძირეული ცვლილებები არ იქნება, რადგან მარტამდე სანაკრებო მატჩებისთვის ფანჯარა გამოყოფილი არაა.

0.119938