ფეხბურთი

0:16 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილმა "აპოლონი" დატოვა

ლიმასოლის „აპოლონი“ გიორგი პაპუნაშვილმა დატოვა. კვიპროსული გუნდის ვებგვერდი ცნობით, 26 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

პაპუნაშვილმა „აპოლონში“ ზუსტად ერთი წელი გაატარა, რადგან შარშან დეკემბერში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მან ლიმასოლელთა ღირსება ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 10-ჯერ დაიცვა და ისიც, უმეტესად შეცვლებზე თამაშობდა. გიორგის კვიპროსში გოლი არ გაუტანია.

ქართველი შემტევი კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისის“, „ვერდერის“ მეორე გუნდის, „სარაგოსასა“ და სანტანდერის „რასინგის“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრებში კი მას 17 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117012