ფეხბურთი

15:21 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ მორიგი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ბელარუსის ნაკრების წევრი დმიტრი ანტილევსკი დაიმატა.

მხარეებს შორის კონტრატი 3 წლის ვადით გაფორმდა და ანტილევსკი თბილისურ კლუბში ითამაშებს. ის ბოლოს ჟოდინოს „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო და 2021 წელს 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

24 წლის შემტევი ბორისოვის „ბატეს“ აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს მას მოგილევის დნეპრში, საფეხბურთო კლუბ მინსკში და დინამო მინსკში უასპარეზია.

ანტილევსკის ბელარუსის ნაკრებში 8 თამაში აქვს ჩატარებული, ბოლოს კი 13 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ ითამაშა. გარდა ამისა, ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებში 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. ასევე იყო 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ მანამდე ნიგერიელი მცველი სტეფან ბიტოკი და უკრაინელი თავდამსხმელი სტანისლავ ბილენკი დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115955