ფეხბურთი

14:53 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: „მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ გამართვა, დამატებით 4,4 მილიარდ შემოსავალს მოგვიტანს“

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ გამართვა, გაცილებით გაზრდის ორგანიზაციის შემოსავლებს.

„დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გვაცნობეს, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა, ანუ მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ გამართვა, პირველ ოთხწლიან ცილში 4,4 მილიარდი დოლარით გაზრდის ჩვენს შემოსავალს.

ეს სახსრები ფიფას 211-ვე წევრი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციებს გადაუნაწილდება. რაც საშუალებას მოგვცემს, პირველი ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში, თითოეულს დაფინანსება 6-დან 25 მილიონ დოლარამდე გავუზარდოთ. ეს კი ფეხბურის განვითარებაში ჩადებული ფასდაუდებელი ინვესტიცია იქნება.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ფიფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ასეთი პროექტის წინააღმდეგ უკვე გაილაშქრეს უეფამ და კონმებოლმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116384