კალათბურთი

0:35 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 4 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება 34 ქულით VTB ლიგაში

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა პოლონურ „ზიელონა გორას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად, 93:59 დაამარცხა. რუსული გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება საერთოდ არ გასჭირვებია.

თორნიკე შენგელიამ მხოლოდ 8:36 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

ცსკა VTB ლიგაში 6 გამარჯვებით და 2 მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 დეკემბერს, „ენისეის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113334