ფეხბურთი

19:39 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში ფანტასტიკური გოლი გაიტანა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში ნიკა კვეკვესკირმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მე-19 ტურში ქართველი ფეხბურთელის „ლეხმა“ შინ „გურნიკი“ მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

კვეკვესკირმა 81-ე წუთამდე ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. ნიკამ შორი მანძილიდან დაარტყა და მართლაც შედევრი გამოუვიდა. ეს მისი მეორე გოლია სეზონში (17 მატჩში), სხვათა შორის, პირველიც ულამაზესი იყო - საჯარიმო დარტყმით.

„ლეხმა“ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პოზნანელები ექსტრაკლასას 41 ქულით ლიდერობენ და მომდევნო ტურში 5 თებერვალს, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ გასვლაზე გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127151