ფეხბურთი

16:12 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" პრეზიდენტი: "ჩვენ ფეხბურთელებს მეტოქეების დასუსტების მიზნით არ ვყიდულობთ"

მიუხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ „ბაიერნი“ ფეხბურთელებს კონკურენტების დასუსტების მიზნით არ ყიდულობს.

გასულ ზაფხულს მიუნხენელებმა „ლაიფციგის“ ლიდერები დაიო უპამეკანო და მარსელ ზაბიცერი გადაიბირეს, ხოლო მსგავს პოლიტიკას მიუნხენური გიგანტი ზოგადად ძალიან დიდი ხანია აწარმოებს, განსაკუთრებით სჩვევია „დორტმუნდის“ გამორჩეული მოთამაშეების შეძენა. თუმცა, ჰაინერი არ ფიქრობს, რომ ამას კონკურენტების დასუსტების მიზნით აკეთებენ.

„ჩვენ ფეხბურთელებს ვყიდულობთ არა იმისთვის, რომ ჩვენი მეტოქეები დავასუსტოთ, არამედ იმის მიხედვით თუ რა პოზიციები გვაქვს გასაძლიერებელი. უპამეკანოსა და ზაბიცერის ტრანსფერები ლოგიკური ნაბიჯია, ნაგელსმანი მათთან მუშაობდა და ორივეს კარგად იცნობს“, - თქვა ჰაინერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112885