ფეხბურთი

2:16 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ უჭირს, მაგრამ მაინც იგებს

წვალობს „ბარსელონა.“ თუმცა, მისი ახალგაზრდა ფეხბურთელები ქომაგებს იმედს უსახავენ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

საერთოდ, „ელჩე“ კატალონიელთათვის არასოდეს ყოფილა უხერხული მეტოქე. ამჯერადაც, მე-19 წუთისთვის მასპინძლები უკვე 2:0 იგებდნენ. თავი ფერან იუტგლამ და ჭაბუკმა გავიმ გამოიჩინეს. ორივესთვის ეს „ბარსელონას“ მაისურით გატანილი პირველი გოლები გახლდათ. იუტგლა კი ოფიციალურ მატჩებში სულაც დებიუტანტი იყო.

ახალგაზრდები არიან და სტაბილურობა აკლიათ ჩავის შეგირდებს. ამჯერადაც გამოჩნდა ეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაუტანეს მასპინძძლებს და ანგარიში გაათანაბრეს. არადა, მანამდე, „ელჩეს“ „კამპ ნოუზე“ 43 წლის განმავლობაში არ გაეტანა...

მაგრამ „ბარსას“ ჰყავს კარგი ახალგაზრდები, რომლრბმაც მაინც გაიტანეს გამარჯვების გოლი. 85-ე წუთზე, 17 წლის გავის გადაცემით 19 წლის ნიკომ შეაგდო.

ჩავიმ შემდეგ თქვა: ჩვენს სიტუაციაში ამ გამარჯვებას ოქროს სამი ქულა ეთქმის. გავის წინაშე კი ქუდს ვიხდი, 17 წლის ასაკში ასეთი თამაში, წარმოუდგენელიაო.

„ბარსელონამ“ 17 მატჩის შემდეგ 27 ქულა მოაგროვა და ჯერჯერობით ცხრილში მე-7 ადგილზე დგას.

სევილიაში საპრიზო ადგილების მაძიებლები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შედეგი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ და ამიტომაც დაძაბულობა პირველიდან ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.

საგოლე მომენტები ბევრი არ ყოფილა. ორივე გუნდი მკაცრი პრესინგის თამაშს ცდილობდა და მინდორზე სანახაობა ნაკლები იყო. პირველ ნახევარში ფაქტობრივად, ორივე რეალური მომენტი გოლებში გარდაისახა.

მეორე ტაიმში მადრიდელები უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ წარმატებას მაინც მასპინძლებმა მიაღწიეს. ოკამპოსის გოლი კუთხურს მოჰყვა. საბოლოოდ 2:1, „სევილიამ“უკვე 8 ქულით გაუსწრო დიეგო სიმეონეს გუნდს და მეორე ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი კი 29 ქულით მე-5 ადგილზე დგას.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

მე-18 ტური. 18 დეკემბერი

ბარსელონა - ელჩე 3:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

1:0 იუტგლა (16), 2:0 გავი (19), 2:1 მორენტე (62), 2:2 მილია (63), 3:2 ნიკო (85)

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, არაუხო, გარსია, ლანგლე, აბდე (ბალდე 89), ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი (პუჩი 76), გავი, დემბელე, იუტგლა (ნიკო 72)

მწვრთნელი: ჩავი

ელჩე: ედგარი, პალასიოსი, როკო, გონსალესი, მოხიკა (ხოსემა 83), ხოსანი (მორენტე 46), მარკონე, (გუმბაუ 46), მასკარელი (გუტი 60), ფიდელი (მილია 59), პერესი, ბოიე

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

მსაჯი: ალბეროლა როხასი

გაფრთხილება: გარსია (79); მილია (71), გუმბაუ (77), როკო (86)

სევილია - ატლეტიკო 2:1

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“

1:0 რაკიტიჩი (7), 1:1 ფელიპე (33), 2:1 ოკამპოსი (89)

სევილია: ბონო, მონტიელი (გუდელი 29), კუნდე, კარლოსი, რეკიკი, დილეინი, რაკიტიჩი, ხორდანი (აკუნია 54, აუგუსტინსონი 85), გომესი (მუნირი 84), ოკამპოსი, რომერო (მირი 54)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, ფელიპე, კონდოგბია, ერმოსო, კარასკო, კოკე, ლორენტე (დე პაული 40), ლემარი, კორეა (ფელიში 46), სუარესი (კუნია 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: რიკარდო დე ბურგოსი

გაფრთხილება: რეკიკი (66), მონტიელი (69, მოედნის გარეთ), გომესი (69); კუნია (90+6)

რაიო ვალეკანო - ალავესი 2:0

1:0 სერხი გვარდიოლა (19), 2:0 კატენა (26)

სოსიედადი - ვილიარეალი 1:3

1:0 ისაკი (32), 1:1, 1:2 მორენო (38, 69), 1:3 ჩუკვეზე (90+6)

გაძევება: ოიარსაბალი (49) - სოსიედადი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112321