რაგბი

1:04 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომი" ევროპის სუპერთასის ჯგუფიდან გავიდა

ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ჯგუფიდან გავიდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა მეხუთე თამაში სტუმრად „თელავივ ჰითთან“ გამართა და 52:28 იმარჯვა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე შვიდჯერ დაალელოვეს, რომელთაგანაც სამი შალვა მამუკაშვილის აქტივშია, აკა ტაბუცაძემ ორი ლელო მიითვალა, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანზე სანდრო მამამთავრიშვილმა და თენგიზ პერანიძემ უწიეს.

გიორგი ბაბუნაშვილმა 6 გარდასხვა და 1 ჯარიმა გაიტანა, ხოლო ერთი გარდასახვა ლუკა მატკავას ანგარიშზეა.

შედეგად, „შავი ლომის“ აქტივში 5 თამაშსი 4 მოგება, 1 წაგება და 20 ქულაა, რითაც ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდა. ახლა გასარკვევია, პირველ ადგილზე გავა თუ მეორეზე და ეს ბოლო ტურში რუსულ „ენისეისთან“ მატჩში გაირკვევა, რომლის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„თელავივ ჰითი“ – „შავი ლომი“ 28:52 (7:17)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.222187