კალათბურთი

23:56 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 15 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ფუენლაბრადას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერ ტაიმში 96:104 დამარცხდა. ძირითადი დრო 89:89 დასრულდა, ხოლო ოვერ ტაიმში მასპინძლებმა 13:5 იმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 28:56 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება შესძინა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 8 გამარჯვებით და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 დეკემბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132505