სხვა

23:20 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა ბენეტმა ვალ გარდენაში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა

იტალიის ვალ გარდენაში გამართული დაშვების რბოლა, ყველასთვის მოულოდნელად, ამერიკელმა ბრაის ბენეტმა მოიგო. 29 წლის მოთხილამურისთვის, ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. აქამდე მას მსოფილო თასის 106 რბოლაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რომლებშიც საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი ჰქონდა.

გამარჯვებულს 0.14 წამით ჩამორჩა ავსტრიელი ოტმარ შტრიდინგერი. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა ნილს ჰინტერმანმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.32 წამით ჩამორჩა. ეს ორივე ახალ სეზონში კვარცხლბეკზე პირველად დადგა.

მესამე ადგილამდე ცოტა დააკლდა ადგილობრივ ფავორიტ დომინკ პარისს, ვინც საბოლოოდ, მეოტხე ადგილს დასჯერდა. ამჯერად ვალ გარდენაში დუბლი არ გამოუვიდა ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს, ვინც პარასკევს სუპერ გიგანტი მოიგო. იტალიურ სამთო კურორტზე ის ზედიზედ მესამე დაშვების მოსაგებად იბრძოდა. კარგი სტარტი კი აიღო, მაგრამ შემდეგ შეცდა და ფინიშს ვერ მიაღწია.

მამაკაც სამთო მოთხილამურეთა მორიგი ეტაპებიც იტალიაში, ოღონდ ალტა ბადიაში გაიმართება. კვირას და ორშაბათს მათ გიგანტური სლალომის რბოლები ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11735