ფეხბურთი

12:49 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ჯეიმი ვარდის რეკორდი გაიმეორა

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა ჯეიმი ვარდის რეკორდი გაიმეორა. ეგვიპტელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგაში ზედიზედ 15 მატჩში მოახერხა ეფექტური მოქმედების გაკეთება - გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება.

აქამდე მიჯრით 15 შეხვედრაში იგივე მხოლოდ ჯეიმი ვარდის ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ახლა მას მო სალაჰიც შეუერთდა. ეგტვიპტელმა ეს შედეგი „ნიუკასლთან“ მოგებულ თამაშში (3:1) დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰის ანგარიშზე 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109741